გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიის გუნდი დაამარცხა

28-07-2019

საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.


ქართველი წყალბურთელები ევროპირველობაზე მე-5-მე-8 ადგილის დასაკავებლად ნახევარფინალურ შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდნენ.


მატჩის ძირითადი დრო ფრედ 7:7 დასრულდა. პენალტების სერიაში ქართველებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს 4:3, საბოლოოდ კი 11:10 მოუგეს.


ჩვენი გუნდი V-VI ადგილისთვის შეხვედრაში 28 ივლისს სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ევროპირველობას მე-5 ადგილზე დაასრულებს, წაგების შემთხვევაში კი მეექვსე იქნება.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031