ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
კაბა, რომელიც მეგან მარკლის ნიშნობის ფოტოებზე აცვია, 75 000 დოლარი ღირს
22-12-2017
კენსინგტონის სასახლემ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობის ოფიციალური ფოტოები გუშინ გამოაქვეყნა და მაშინვე დაიპყრო სოციალური ქსელები.
ფოტოებზე, მეგნას, ბრიტანული სახლის Ralph & Russo-ს კაბა აცვია, რომელიც ოქროს დეტალებით არის მორთული და რომლის ღირებულებაც
75 000 დოლარია (£56,000 ) .
ცნობილია, რომ სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში გაიმართება.
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური
განცხადება გაავრცელა, რომ ჰარი და მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა
წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.