გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს თვრამეტწლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მარცხის გარეშე ლიდერობს

28-07-2019

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეტოქეებს აღარ ინდობს. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მორიგი გამარჯვება დანიასთან მოიპოვა. ქართველებმა მეტოქე 45 ქულით – 85:40 დაამარცხეს. ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთის 35 ქულით ძლევის შემდეგ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება. საქართველოს ნაკრები ორიდან ორი გამარჯვებით B ჯგუფში ლიდერობს და ხვალ, 28 ივლისს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – ქართველები ასევე ორი გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას ხვდებიან და გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად ხომ გალიდერდება და ფაქტობრივად, პლეი ოფში გასვლის საგზურს გაინაღდებს.


დანიასთან მატჩი იყო ერთგვარი გასეირნება ქართველებისთვის. 45 ქულით მოგებულ მატჩს რომ მწვრთნელი სათავისოდ, გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებდა, რა თქმა უნდა და ასეც მოხდა. პირველი ნახევრის შემდეგ სკანდინავიელებს კიდევ ჰქონდათ შანსი – მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, შანსი არ დაუტოვეს და დასკვნითი 10-წუთეულის წინ 27 ქულით დაწინაურდნენ.


საბოლოოდ ქართველებმა გამანადგურებელი სხვაობით მოიგეს და ერთადერთი, რაც ცუდი მოხდა, საბა გიგიბერიას ტრავმა გახლდათ. მატჩის ბოლო წუთებზე ჩვენი გუნდის ყველაზე ტანმაღალმა კალათბურთელმა ფეხი ამოიბრუნა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის შეძლებს საბა თამაშს. ექიმების პასუხი მეორე დღეს გახდება ცნობილი.


გიგიბერია მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთააშე გახლდათ. 15:13 წუთში მან 12 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა და მთავარი – საბამ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მატჩში უმეტესი – 20 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ შემდეგია რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 14 ქულა, ოთხი პასი და სამი ჩაჭრა მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 13 წუთში 15 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. რაც მთავარია, გაფრინდაშვილმა ხუთი სამქულიანი ჩააგდო. ტურნირის ორ მატჩში მის ანგარიშზე რვა სამქულიანია.


ჩვენი ჯგუფის სხვა თამაშებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

უკრაინა – ჩრდ. მაკედონია 71:73
ირლანდია – სლოვაკეთი 89:57


შემდეგი მატჩი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანკიას გუნდი ჯგუფის მთავარ კონკურენტს, ორიდან ორი გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.





https://1tv.ge/



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930