გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი: საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს; ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია... აქციები იმართება... ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე

1-05-2025

ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

როგორც მან რუს პრანკერებს, რომლებმაც მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაურეკეს, განუცხადა, თბილისში მომიტინგეები ჯერ კიდევ იკრიბებიან და საქართველოში, შესაძლოა, მაიდანი მოხდეს.


„ეს [მაიდანი] შესაძლოა მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე. ვფიქრობ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ“, - თქვა მასარომ.


მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში უზარმაზარ სამუშაოს ატარებს. ის იმედოვნებს, რომ ამერიკის კონგრესი მალე საქართველოს შესახებ ე.წ. Megobari Act-ს მიიღებს.


„დამიჯერეთ, ჩვენ უზარმაზარ სამუშაოს ვატარებთ საქართველოსთან მიმართებაში... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონგრესში ძლიერ კანონპროექტს მივიღებთ. მადლობა ღმერთს, რომ ელჩი ზურაბიშვილს შეხვდა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერში ცუდი იყო. ძალიან არ მინდა ვფიქრობდე, რომ ამერიკაში ჩვენ ცუდიდან უარესისკენ მივდივართ“, - თქვა მასარომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30