29-07-2019
პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის რეალური საფუძველი არ არსებობს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.
ირაკლი ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა 25 ივლისს დააკავეს.