გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კარასინს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის

29-07-2019

გრიგორი კარასინს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.


აღნიშნულ თანამდებობაზე 3 კანდიდატი განიხილება. მათ შორის გამორჩეულია სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ამჟამინდელი დირექტორი ივან ვოლინკინი.


60 წლის დიპლომატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს დაამთავრა და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.


ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და მონტენეგროში, ასევე საქართველოსა და მაკედონიაში.


2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე და სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.


2013 წლიდან 2018 წლამდე, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


ივან ვოლინკინი საქართველოში ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031