29-07-2019
„შპს ურეკი რეზიდენციის“ ზედამხედველი ავთანდილ რობაქიძე უარყოფს “რუსთავი-2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციების გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რისთვისაც ადგილზე ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს და დაასაწყობეს.
მისი თქმით, მინები, როელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტყვიაგაუმტარად გაასაღა, რეალურად აკრილისაა და აკვარიუმისთვის იყო განკუთვნილი.
ავთანდილ რობაქიძის ინფორმაციით ყუთები 3-4 წელია იმ ადგილას დევს.
„არანაირი აქცია არაფერ შუაშია. ეს არის აკრილის შუშები, რომლისგანაც აკვარიუმი მზადდება. სასტუმრო „პარაგრაფში“აკვარიუმებისთვისარ გამოდგა, რადგან იყო გაუმჭვირვალე, მოვხსენით, წამოვიღეთ და მომწოდებელს უკან დავუბრუნეთ. ალბათ 3-4 წელია ეს შუშები იქ არის დაწყობილი“ - განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.