31-07-2019
ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლის ეზოს ჭაში ჩარჩენილი მამაკაცის ცხედარი წუხელ, ღამის პირველი საათისთვის ამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია გუშინ დილიდან, თითქმის, 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 72 ინდიკო ჯომიდავა ჭას წმენდდა, როცა მიწა ჩამოიშალა და ის ქვეშ მოიყოლა. მასთან ერთად მუშაობდა მისი შვილიც. მამა-შვილი აღნიშნულ სამუშაოებს, წლებია, ასრულებს. ადგილზე დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.
მობილოზებულია სამართალდამცავები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.