გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს

31-07-2019

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გუდაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში „სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლის მომზადების საბაზისო სასწავლო კურსი“ გაიმართა.


სწავლებაში ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ტრენინგს გამოცდილი სამთო გიდები ატარებდნენ.


ჯამში 110 ადამიანზე მეტი გადამზადდა. ტრენინგი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.


„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სატრენინგო პროგრამას, ჩვენ წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით გადავამზადებთ 2000-ამდე ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ. მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივებს საშუალება მივეცით როგორც მესტიაში, ასევე გუდაურსა და სტეფანწმინდაში დაეუფლონ ახალ პროფესიას, როგორიც არის სამთო გამყოლი. ეს ტრენინგი რამდენიმე დღე გაგრძელდა და მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ გადამზადებას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930