19-02-2018
„კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული,- ამის შესახებ სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასლან ქობულაძე, რომელიც ”კრიმინალურ სამყაროში” „ასლან ბათუმსკის“ სახელით არის ცნობილი, 16 თებერვალს ქალაქ კემეროვოს კოლონიიდან გათავისუფლდა.
იმავე დღეს შსს-ს თანამშრომლებმა მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველად არის აღიარებული. დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება, მანამდე კი ქობულაძე არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს.
„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველო იქნება, სადაც ასლან ქობულაძეზე ძებნაა გამოცხადებული.
„თუ საქართველო დროულად წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, „ასლან ბათუმსკის“ სამშობლოში გაძევება და ახალი სასჯელი ელის“, - წერს სააგენტო „პრაიმ კრაიმი“.
13-01-2025