31-07-2019
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მძლეოსანი კასტერ სემენია მსოფლიო პირველობაზე არ დაუშვეს.
TheGuardian-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკელ მორბენალს ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი დონე აღმოაჩნდა, რის გამოც 2019 წელს დოჰაში გასამართ ჩემპიონატს გამოტოვებს.
შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ სემენიას აპელაცია დააკმაყოფილა.
ახლა კი იმავე სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა.
კასტერ სემენია სამხრეთ აფრიკელ ქალებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენია. ის 800 მეტრზე დისტანციაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. სემენიამ მსოფლიო ჩემპიონობა 3-ჯერ იზეიმა.