გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამოკვეთილია

31-07-2019

მივესალმებით შინაგან საქმეთა სამინსიტროს აქტიურობას, რომელიც ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში , გიორგი გახარიას სამინისტროში მისვლის შემდეგ განსაკუთრებით გამოკვეთილია,- ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკორეალიზატორების დანაშაულებრივი საქმიანობა განსაკუთრებულად უნდა შეიზღუდოს.

,,ნარკორეალიზატორები არიან ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ჩვენი, ადამიანების ჯანმრთელობით, სიცოცხლით და აქედან გამომდინარე, მათ მიმართ სანქციები მკაცრი უნდა იყოს, მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს . მივესალმებით შინაგან საქმეთა სამინსიტროს აქტიურობას, რომელიც ნარკორეალიზატორების, ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში , გიორგი გახარიას სამინისტროში მისვლის შემდეგ განსაკუთრებით გამოკვეთილია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გიორგი გახარია რეფორმატორი მინისტრია და ძიძიგური , კონსერვატიული პარტიის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

,, გიორგი გახარია არის რეფორმატორი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი პოზიტიური რეფორმა წამოიწყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ იგი არ შეუშინდა სტატისტიკას და ისეთი დანაშაულებების აღრიცხვაც დაიწყო, რომელიც მანამდე არ აღრიცხულა - მაგალითად, გაუცხადებლობა, რაზეც მანამდე სტატისტიკის წარმოების აუცილებლობა არ იყო. კონსერვატიული პარტია, მხარდაჭერას ვუცხადებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ვისურვებთ, რომ ნარკოდანაშაული, განსაკუთრებით ნარკოტიკების გამავრცელებლების რაოდენობა გიორგი გახარიას და სამართალდამცავთა აქტიური ქმედებების შედეგად შემცირდეს“,- ამბობს ზვიად ძიძიგური

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930