გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება

19-02-2018


 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მშენებლობის მაღალ ტემპი მისასალმებელია, თუმცა, ეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებებიშრომის უსაფრთხოების შესახებინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება.

 

დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თბილისის მერს ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხება. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის  ძალიან მტკივნეული საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლიპარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანი, არის ზუსტად ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას - ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება, ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი; ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ასახული პაკეტში, და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, საბოლოო ჯამში, პრობლემის არსებითად მოგვარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

 

ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება მეორე მოსმენით. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ამ კვირის ბოლომდე, მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „,მშენებლობის კოდექსისპროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური პაკეტი, რომელიც ეხება სივრცით მოწყობას, მშენებლობებს და ამ პაკეტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე კვირით გაგრძელდა განხილვის ვადა, თუმცა, ამის იქით ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს და ამ პაკეტის განხილვა უნდა დაიწყოს ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031