გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: რომ საუბრობენ - "რა შუაშია 20 ივნისი?" შუაში კი არა, ესაა მთავარი წყარო

31-07-2019

გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს რამეს აბრალებს, თუმცა ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება ხოლმე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

„ჩვენ შემთხვევაში ეს სცენარი გათამაშდა და ამის შედეგებს ვიმკით.... ყველა ეს საუბრები - რა შუაშია 20 ივნისი? შუაში კი არ არის, ეს არის მთავარი წყარო. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოვლენა, რასაკვირველია, გადაეცემა ეკონომიკას. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს აბრალებს. იცით რაშია საქმე ვიღაცეების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება მაინც, მაგას არავინ არ გაურბის, თუმცა ფაქტია“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მიმდინარე პროცესებში მან ხაზი გაუსვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

„ჩვენ თუ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და ზოგადად, მოსახლეობა, რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია და პოლიტიკური არასტაბილურობა. რეგიონის კონტექსტში ჩვენ გამოვიყურებით საკმაოდ ჯანსაღად. ეს არ ნიშნავს და არ მინდა, რომ ვინმემ არასწორად გაიგოს, რომ ეკონომიკურად გაბრწყინებული ვართ და მივედით იქ, სადაც გვინდა, მაგრამ რაკონტექსტშიც ვართ, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს მთავარი სავაჭრო ურთიერთობები, საკმაოდ ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამერწმუნეთ, ეს უბრალოდ ფაქტია და არა იმიტომ, რომ ან მე ვამბობ ამას ან რომელიმე სხვა მინისტრი“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930