1-08-2019
"ვერ შევძელით, ვერ გავაცნობიერეთ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება სასამართლოს ჩვენთვის ჰქონოდა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო",- ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას შეკითხვას, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართვად სასამართლოსთან დაკავშირებით.
,,იმდენი პრიორიტეტი გვქონდა, პირველი იყო, კორუფცია დაგვემარცხებინა, მეორე, რომ კრიმინალი დაგვემარცხებინა, მესამე საგარეო საფრთხეების არიდება, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო - ეს იყო სამი ძირითადი პრიორიტეტული ამოცანა და მეოთხე, ქვეყანაში ყოფილიყო ბაზისური ინფრასტრუქტურა და ბაზისური სერვისები.
ვერ შევძელით, ვერ გავაცნობიერეთ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება სასამართლოს ჰქონოდა ჩვენთვის. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ამას ვაღიარებ", - განაცხადა ადეიშვილმა.