2-08-2019
ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი და წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, გამოაცხადა დამოუკიდებლობა,- - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ.
მისი თქმით, 2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესების ერთობლიობა.
,,ის, რომ რუსეთი აგრესორი, მტერი და ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ნაწილის, არავინ დაობს და კითხვის ნიშნები არ ჩნდება. ის განცდა, ვინც ამ თემაზე უსაზღვროდ და უკიდეგანოდ აპელირებს, უკვე იწვევს აგრესიას. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები თუნდაც პროფესიონალური თვალსაზრისით, ან სტრატეგიული ხედვით, აღმოვაჩენთ , რომ საკმაოდ ბევრი კითხვებია, ხოლო პასუხები - საკმაოდ მცირე“,- განაცხადა კობალაძემ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აგვისტოს ომის დროს , ჩვენი შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე მოქმედებები იყო გაუაზრებელ-გაუთვლელი. პირადი შემადგენლობა, ძირითადად თავის თავგანწირვის და გმირობის მაგალითზე წერდა იმ დღეებში საქართველოს რეალურ ისტორიას.ეს იყო როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური გმირობის მაგალითები.