2-08-2019
2008 წლის საომარი მოქმედებების შემდგომ ყველა ოპოზიციურმა სპექტრმა და პარტიამ გამოაცხადა მორატორიუმი, რომ ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში აღარ გაატარებდა“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კობა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას.
„2008 წლის იანვარში, როდესაც დამთავრდა არჩევნები და ფაქტობრივად ნაციონალურ მოძრაობას იმ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არ ჰქონდა ერთპიროვნული ნდობა გამოცხადებული, აღმოჩნდა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდგომ ყველა ოპოზიციურმა სპექტრმა და პარტიამ გამოაცხადა მორატორიუმი იმის, რომ ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში აღარ გაატარებდა და ყველა ერთად, ერთობლივად, ერთი სახელმწიფოებრივი ინტერესით გამოხატავდა ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანის მიზანს და ხედვას. ესეც ხომ გარკვეულწილად იყო ის შედეგი, რომლითაც დაიწყეს მოქმედება, ამის მერე იყო მოდელირებული ქრონიკა, გაურკვეველი შეთანხმებებზე და თანხმობებზე ხელის მოწერა. შეიძლება გამოხვიდე და აკრიტიკო და ლანძღო, მაგრამ შიდა ქმედებებით საქმენმან შენმან წარმოგაჩინოს - განაცხადა კობა კობალაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი პარტიული სპექტრის მიმდევარის თუ აქტივისტის ვალდებულება იმით იფარგლება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ამ ქვეყნის თავისუფლების არა მარტო შენარჩუნება, არამედ განვითარება, გაძლიერება და რაც მთავარია მისი ერთობლიობის და ერთიანობის აღდგენა. ისტერიკით, უმართებულო ურა-პატრიოტიზმით, გულში მჯიღის რტყმით ვერანაირად ვერ გავალთ ფონს, თუ დაკარგული ტერიტორიების მოსახლეობასთან იმპულსები არ გავაჩინეთ. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენთან გაცილებით უფრო სხვადასხვა არითმეტიკული ფორმულირებით საინტერესოა ყოფნა, ვიდრე ჩვენს გარეშე. ჩვენ დღეს რას ვაწვდით და რა დღის წესრიგით გვთავაზობენ ცხოვრებას - კვლავ რყევა, ისტერიკა, გაურკვევლობა . ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ საკმაოდ კარგად არის გასავლები გამყოფი ხაზი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის“ - განაცხადა კობა კობალაძემ.