გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: მე დღეს თამამად ვამბობ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

19-02-2018


დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით, მუდამ ტერორიზმის წინააღმდეგი იყო და მის მიზანს მხოლოდ ბავშვებისთვის სიყვარულისა და სიმშვიდის გაზიარება წარმოადგენდა.

ამის შესახებ ჩაბუქმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

„9 თვიანი პატიმრობის ვადა დღეს ამომეწურა. მე მასწავლებელი ვარ, რომელიც განათლებაზეა შეყვარებული. 15 წელია საქართველოში ვსაქმიანობ და ამ ხნის განმავლობაში ჩემი მიზანი მხოლოდ ბავშვებისთვის სიყვარულისა და სიმშვიდის გაზიარება იყო. მუდამ წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ტერორიზმის. აქ უარავი მეგობარი მყავს და ჩვენი პროექტები მუდამ დადებითად ფასდებოდა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და განათლების სამინისტოს მიერ. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერანაირად ვერ ვიქნები ტერორისტული დაჯგუფების წევრი თუ მომხრე. მე დღეს თამამად ვამბობ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- განაცხადა ცაბუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაბუქი დღეს 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031