3-08-2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის ანალიზის შესაბამისად გამოვლინდა 10 პროდუქტი, რომლებიც 2019 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა.
ინფორმაცია „საქსტატის“ ვებგვერდზე სამომხმარებლო ფასების დეტალური წლიური ინდექსების გრაფაშია მოცემული.
პროდუქტების TOP 10, რომელიც 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით გაძვირდა:
1. მწვანე ლობიო - 70.1%-ით;
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით ;
3. ხახვი - 66.1%-ით ;
4. ბადრიჯანი - 58.1%-ით;
5. პომიდორი - 38.6%-ით;
6. მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით;
7. ნიორი - 30.2%-ით;
8. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.0%-ით;
9. იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით;
10. ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 26.2%-ით;
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა1 წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9-პროცენტიანი ზრდა.
13-01-2025