გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გამოძიების მხრიდან “ფრეგოს” მფლობელების მიმართ მუქარასა და პოლიტიკურ დევნას

3-08-2019

რამდენიმე დღის წინ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ მფლობელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს. თავდაპირველი ინფორმაცია მომხდარის შესახებ “კურიერმა” გაავრცელა. რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფრეგო“ ბაზარზე საწვავს ყველაზე იაფად ყიდდა, რითაც ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ინტრესები გადაკვეთა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გიორგი თოფჩიშვილი უჩა მამაცაშვილის ბრძანებით დააკავეს. გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.


“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მინდა განვმარტო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებულ პირებს, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილს, ბრალდება წრედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც გულსიხმობს ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას). აღნიშნული პირები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. გამოძიების შედეგად, თუ დადგინდება ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, კომპანია გამოთქვამს მზაობას, ბიუჯეტის სასარგებლოდ, სრულად აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი.

ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან, ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდია და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის შანტაჟს, ადგილი არ ჰქონია.

2019 წლის 01 აგვისტოს, აღნიშნულის თაობაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვსაუბრობდი, 21 საათიან „კურიერში“ არ გავიდა. გაშვებული იქნა ჩემი ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მათივე ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის მხრიდან, მოხდა რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის აბსოლუტურად მიუღებელია” – აცხადებს ნანა ფრიდონაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930