4-08-2019
"საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზურაბ ალავიძეს და დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ პასუხი უნდა გასცეს.
"დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.