4-08-2019
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
"ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ეს აუცილებლობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა და აქსიომად გამოაცხადა მინისტრმა მ. ცქიტიშვილმა.
ასე რომ გოცირიძეების, სამადაშვილების, ბოკერიების და სხვათა და სხვათა სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი მაინც განხორციელდება. ამას ითხოვს საქართველოს და საერთოდ რეგიონის განვითარება. ამრიგად მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და "მეხუთე კოლონის"(20 ივნისიდან მოყოლებული სხვას ვერაფერს უწოდებ ამ ე.წ. ოპოზიციად წოდებულ სუბიეტებს) უმძაფრესი მოქმედებებისა ქვეყანა ძნელად, მაგრამ მაინც წინ მიდის", - წერს გვენეტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.