გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა შტორმში მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს

5-08-2019

მახინჯაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი მამაკაცი გადაარჩინეს. მოქალაქე ზღვაში, 3 ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც გამვლელმა დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.

გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.

ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930