გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად

19-02-2018

„საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. ის პროგრესი, რომელსაცსაქართველომ მიაღწია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით არის სამაგალითო, როგორც რეგიონის ასე მსოფლიოს მასშტაბით და აჩენს სრულიადახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით"-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ პარტნიორებთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს: „საქართველო არის უნიკალური ქვეყანა ღიაეკონომიკით, იმყოფება მეცხრე ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივით და მერვე ადგილზე ღია ეკონომიკით, ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებით.საქართვლოს აქვს უნიკალური სავაჭრო შეთანხმებების ბაზა. 2017 წელს გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან. ჩვენასევე აქტიურად ვიმუშავეთ ინდოეთთან რათა დასრულებულიყო კვლევა და ჩვენ მზად ვართ უკვე მომავალ წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მოგეხსენებათ, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია - EFTA-ს ქვეყნებთან, ყველა ჩვენს მეზობელთან, ასევე ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები“, -განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს რეგიონის სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბება, საქართველოს მთავრობის კონცეფციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს:


„ჩვენ ვართ პატარა ბაზარი და გვჭირდება დიდ ბაზრებთან ინტეგრაცია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი წამყვანი ორგანიზაციებისთვის, დიდი ბიზნესისა და წარმოებისთვის. ჩვენ დასახულ მიზანს წარმატებით ვახორციელებთ.ევროკავშირთან და სხვა ტრადიციულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერების პარალელურად, ვითვისებთ ახალ შესაძლებლობებსაც, როგორიცაა თანამშრომლობა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან“-განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია მომავალი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად არის შეფასებული დამნიშვნელოვანია საქართველომ დღეიდანვე დაიწყოს შესაბამისი კავშირების გაღრმავება და ურთიერთობების განვითარება.

მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა არაბულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში საქართველოში ინვესტიციების განხორცილების ინტერესი ძალიან მაღალია:
„მაღალია ინტერესი არა მხოლოდ კერძო კომპანიების მხრიდან, არამედ სახელმწიფოდაფინანსების გამოყოფის კუთხით. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ქუვეითის განვითარების ფონდთან ინფრასტრუქტურული პროექტებისდაფინანსების კუთხით. გასულ წელს დავიწყეთ ირანთან ახალ სატრანსპორტო პროექტებზე მუშაობა, იზრდება ტურისტების რაოდენობა დახალხთაშორისი კონტაქტები და იკვეთება ახალი შესაძლებლობები“,- განაცხადა მინისტრმა
.
მან ასევე უპრეცედენტო უწოდა ამერიკული უმსხვილესი კონსორციუმის მხრიდან ანაკლიის პორტის განვითარებაში ჩართულობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930