გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას

7-08-2019

ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“პირად გვერდზევიდეომიმართვაში გააცნო. 

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა,მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემაც მოიხსნა. 


თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ესტაკადის მიმდებარედ სკვერის მოწყობასა და შუქნიშნის გაუქმებაზე. 

„აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სიახლე:გელოვანის გამზირზე არსებული შუქნიშანი დროებით მოქმედი დავტოვეთ, რათა ფეხითმოსიარულეებს გამზირის მეორე მხარეს გადასვლა შეძლებოდათ. ამასთან, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. პროექტის ფარგლებში, ფეხითმოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეებიმოეწყო. შესაბამისად, აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება და ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა,შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიც დავაყენეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე, რომელმაც დამატებით განმარტამარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშნის გაუქმების საკითხი. მისი განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი გზა გაფართოვდება და აჩქარების ზოლი მოეწყობა, რის შემდეგაც აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930