გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ყველა რაიონს რეაბილიტირებული სერვისცენტრები ექნება

7-08-2019

მუნიციპალიტეტის რაიონული სერვისცენტრების მოდერნიზება-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, სამუშაოების შედეგად მოქალაქეებს შეეძლებათ, მუნიციპალური სერვისები მათივე რაიონში, კომფორტულ გარემოში მიიღონ. 

„მინდა შევეხო მნიშვნელოვან თემას. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდეგით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა-გაძლიერება. რაც მთავარია, კომფორტი უნდა შეგვექმნა მოსახლეოვბისთვის მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ჰქონდა ეს პროექტი ჩაბარებული და მის განხორციელებას ვიწყებთ. მოსახლეობას თავიანთი რაიონების სერვისცენტრებში ექნება შესაძლებლობა, ყველა ის სერვისი მიიღოს, რაც დღეს მერიაში არსებობს. ჩვენ უკვე გავიარეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, დასრულდა პროექტირება, დიზაინის მომზადება და როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაციისა და ახალი მისამართების შესახებ ინფორმაციის მიღება გამგეობების გვერდებზეა შესაძლებელი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930