გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე: დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტირებული შეფასება, რომ ეს ომი ტერიტორიების გადაბარების კონკრეტული კომბინაცია და ამოცანა არ იყო

7-08-2019

„მე დღემდე ვერ ვერავინ მაჯერებს, ვერ მოვისმინე არგუმენტირებული შეფასება იმისა, რომ ეს საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული, გააზრებული, ტერიტორიების გადაბარების კონკრეტული კომბინაცია და ამოცანა. ჩვენ დღესაც ვიცით, საქართველოს რომ მთავარი აგრესორი, მოწინააღმდეგე და მტერი არის ჩრდილოეთის მხრიდან, ჩვენი მინიმუმ 20 % ტერიტორიების ოკუპანტი“,- ამის შესახებ ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის რიტორიკა, ის ისტერიკა, რომელიც წინ უძღვოდა 2008 წლის საომარი მოქმედებების გაღვივებას და განახლებას, იწვევდა იმას, რომ თანამეგობრობის წევრი ქვეყანები, ჩვენი პარტნიორები ღიად და პირდაპირაც მოუწოდებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, ყველანაირად ეცადათ და ეღვაწათ იმისთვის, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ.

„ის რიტორიკა, ის ისტერიკა, რომელიც წინ უძღვოდა 2008 წლის საომარი მოქმედებების გაღვივებას და განახლებას, ფაქტობრივად იწვევდა იმას რომ თანამეგობრობის წევრი ქვეყანები, ჩვენი პარტნიორები ღიად და პირდაპირაც მოუწოდებდნენ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ყველანაირად ეცადათ და ეღვაწათ იმისთვის, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. წლების განმავლობაში რუსებს საკმაოდ ბევრჯერ ჰქონდა პროვოკაციის მცდელობა, ბევრჯერ იყო პატარ-პატარა საომარი მოქმედებები, შეიარაღებული კონფლიქტები გაჩაღებული ამა თუ იმ ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებით თუ წარუმატებლად სახელმწიფო ყოველთვის უნარიანი ხდებოდა იმისთვის, რომ ეს არ გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან მოქმედებებში. განახლდა საომარი მოქმედებები, დაიწყო კონკრეტული აგრესია რუსეთმა, დაიწყო თავისი შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებული, რეგულარული ჯარის შემოსროლა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ტერიტორიებზე. არავინ აღარ დავობს, რომ ამაში ჩაერთო მთლიანი ძალისმიერი სპექტრი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროც, და რა გავაკეთეთ? მიუხედავად რიტორიკის და მიუხედავად ამ წინაპირობების, გულში მჯიღის რტყმის მიუხედავად, რით ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის? დღევანდელი პრობლემა და დღევანდელი განხილვა, კრიტიკა იმდროინდელი ხელისუფლების არ არის მარტო ჩვენი ნააზრევი, ეს არის თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეფასება და ანალიზი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლების გარკვეულწილად პროვოკაციაზე წამოგება წარმატებით მოახდინა”,- განაცხადა კობა კობალაძემ

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რუსეთი რომ ოკუპანტია და მას რომ აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% მითვისებული, არას არავინ უარყოფს.

„ჩვენ დღესაც ვიცით, რომ მთავარი აგრესორი, მოწინააღმდეგე და მტერი არის ჩრდილოეთის მხრიდან, ჩვენი მინიმუმ 20 % ტერიტორიების ოკუპანტი . რუსეთი რომ ოკუპანტია და მას რომ აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% მითვისებული, არას არავინ უარყოფს, მაგრამ, მეორე საკითხია, 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს, ის რაც კონკრეტულად იყო დე ფაქტო, ის რომ რეალურად საქართველოდან გაყვანილი იყო ოკუპანტის სამხედრო ნაწილები, რა მიმართულებებით განვითარდა პროცესები 2008 წლის შემდგომ? რუსეთმა თავისი რეგულარული ჯარის ნაწილები კვლავ აღადგინა ჩვენს ტერიტორიაზე და რეალურად ჩვენი სახელმწიფოს პირადი შემადგენლობა, რომელიც სამშვიდობო მისიებში წარმატებულად მონაწილეობდა, მოუმზადებლად იყო შეყვანილი საომარ მოქმედებაში“,- აღნიშნა კობალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930