გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: დასავლელი პოლიტიკოსები ზოგჯერ ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები

8-08-2019

"არავის სურს პრობლემები და დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტიქტიც ის გახლავთ, რომ ერიდონ, დააიგნორონ პრობლემები, ან თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათ ვერ ხედავენ, ან ეს პრობლემები არარეალურია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქციაზე დაუსვა.

კითხვაზე, გაუცრუა თუ არა დასავლეთმა მას იმედები ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დასავლეთის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი გაუქრა, თუმცა დღესაც მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები მაინც საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში.

„ზოგჯერ ისინი ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები. თუმცა ისინი საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში", - აღნიშნა სააკაშვილმა და ასევე დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“.





https://iwpr.net/global-voices/saakashvili-how-west-sold-out-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930