გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: მათთვის მთავრი იყო, ტანკი იმ კაბინეტებისკენ არ წამოსულიყო, სადაც ისხდნენ, თორემ ორჭოსანში თუ წავიდოდა, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა

8-08-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ეკა ზღულაძის განცხადებას იხსენებს და ამბობს, თუ როგორი სიამაყით აცხადებდა ზღულაძე, რომ თბილისისკენ მომავალმა ტანკმა გზიდან ორჭოსანში გაუხვია, თითქოს ორჭოსანი სხვა სახელმწიფო იყო.


„გაიხსენეთ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადება, როცა ატყდა პანიკა, თითქოს ერთერთი ტანკი თბილისისკენ მოდიოდა და გზიდან გადაუხვია, როგორი სიამაყით განაცხადა, დაწყნარდით ხალხნო, ტანკმა ორჭოსანში გადაუხვიაო. ვითომ, ორჭოსანი სხვა სახელმწიფოს კუთვნილება იყო“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემაში „დისკუსია“.


მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლებისთვის მთავარი იყო ტანკი იმ კაბინეტებისკენ არ წასულიყო, სადაც ისინი ისხდნენ.


„მათთვის მთავრი იყო, ის ტანკი რუსთაველისკენ, სამთავრობო რეზიდენციისკენ და იმ კაბინეტებისკენ არ წამოსულიყო, სადაც ისინი ისხდნენ, თორემ ორჭოსანში თუ წავიდოდა, ლიახვის ხეობას თუ დავკარგავდით, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, უმეტესი მათგანი წითელ ხიდზე იმყოფებოდა“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031