გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლანჩხუთის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა

8-08-2019

დღეს ლანჩხუთის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკა გუჯაბიძე შეხვდნენ.


თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.


მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.


მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუმრებმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930