გია აბაშიძე: სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოს დაუწესეს ემბარგო, ეს უკვე სრული სიგიჟეა
9-08-2019
ბარამიძე და მისი თანაგუნდელები გადავიდნენ იმ რეჟიმში, როდესაც სტრასბურგი, დასავლეთი არის მიუღებელი მათთვის, დღეს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის ინტერვიუ იყო საერთოდ დამაგვირგვინებელი, ამერიკის თავდაცვის მდივანს გეითს ადანაშაულებს იმაში, რომ ახალგორი დაიკარგა მისი ერთი განცხადების გამო, სადაც ის ადანაშაულებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს იმაში, რომ საქართველოს დაუწესეს ემბარგო, ეს უკვე რაღაცა სრული სიგიჟეა,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები და სატელიტები, მათ შორის არასამთავრობოების მცირე ნაწილი ზუსტად ერთი მესიჯით გამოვიდნენ.
ძალიან საინტერესოა ის მომენტი, როცა სტრასბურგის სასამართლოს დამუნათება მიდის. მაინტერესებს, როდის დაიწყებენ ეს სატელიტი არასამთავრობოები დასავლეთის დამუნათებას, ჯერჯერობით ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მათ გრანტებზე არიან დამოკიდებული, სხვაგვარად შეწყვეტენ ისინი მოღვაწეობას და აქტივობას”,- განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არ შეიძება კრემლის აგენტებად მოიხსენიო ადამიანები იმის გამო, რომ მათ ვისაც კრიტიკული აზრი და კითხვები აქვთ ყოფილი ხელისუფლების მოქმედებებთან.
კატალიზატორი ზუსტად იყო უტიაშვილის ბრიყვული განცხადება, რომლის შემსუბუქება გუშინ სცადა ბოკერიამ, მაგრამ აბსოლუტურად უკუღმა გამოუვიდა. დებატი ფართოვდება. როდესაც კრიტიკული აზრი გვაქვს, როგორ მოქმედებდა ხელისუფლება, როგორ მოქმედებდა რეზერვი, გვაქვს კრიტიკული მოსაზრებები და კრიტიკული შეკითხვები, ამიტომ ჩვენ ვართ კრემლის მოკავშირეები, ეს არ შეიძლება.
ტაბუდადებული თემები საზოგადოებაში არ არსებობს, ტაბუდადებული საპატრიარქოს კრიტიკაც აღარ არის ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, არც სახალხო დამცველის, არც მთავრობის ლიდერის და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ვართ დემოკრატიული საზოგადოება , შეკითხვებს უნდა გაეცეს სრულყოფილი, სრულმნიშვნელოვანი პასუხები“,- აცხადებს გია აბაშიძე.