გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე

9-08-2019

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწავლება „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის ორგანიზატორებს - საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და აშშ-ის ევროპის სარდლობას ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების ორგანიზებისთვის. საქართველოსთვის ძალიან საპატიოა სწავლების იმ ციკლში მონაწილეობა, რომელსაც აშშ-ის ევროპის სარდლობა აწარმოებს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცე და უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019“-ის სახელით მოეწყო. ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930