გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო

20-02-2018


Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოეს.

ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.

თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცა.

European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30