11-08-2019
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მთავარი საგამოძიებო უწყების შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო დააკისრა. გარდა ამისა, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ გირაოს თანხა 30 დღეში უნდა დაფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.
გვარამიას განცხადებით, იგი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, პროკურატურა გვარამიასათვის აღკვეთის ღონისძიებად 80 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.