გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დღეს შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა

11-08-2019

დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. გმირთა მემორიალთან, გორის რაიონის სოფელ შინდისში სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ.


შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუს სამხედროებთან უთანასწორო შეტაკებას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.


ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031