გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სადახლოსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20-02-2018

 საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში, 6,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, სომხეთის მოქალაქის, ზ.მ-ს კუთვნილი ხელბარგისა და საქართველოს მოქალაქის, ი.ფ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031