გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
94 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

21-02-2018

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ  2 000 მ2 და 3 000 მ2  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  94 000 ლარს შეადგენს.

 

გამოძიების მიმდინარეობისას,  ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ  მიყენებული ზიანი 36 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 - დან 9 - წლამდე.

 

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031