გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია: თუ ნოდარ მელაძის გარეშე მუშაობა არ შეგიძლიათ, გადაწყვეტილება თავად მიიღეთ

20-08-2019

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ - ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად არხის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. 

„თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, - მიმართა ჟურნალისტებს სალიამ.

მისივე თქმით არხზე ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მათ საქმიანობაში ჩარევას არავინ აპირებს და ამაში თვითონ დარწმუნდებიან.
„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ ამაში არავინ ჩაერევა“-განაცხადა სალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930