გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

20-08-2019

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი საქართველოს სარაგბო ნაკრების ისტორიის, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი პირველად გამოჩენიდან დღემდე არსებული გამოწვევების, მიღწევებისა და წარმატებების შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის ავტორი იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში რაგბის განვითარებასა და ეროვნული ნაკრების წარმატებებში. მათ შორისაა ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ბიძინა ივანიშვილი.

„როდესაც ირლანდიას ვეთამაშეთ და 14-10 დავმარცხდით, იყო კომენტატორის ასეთი რეპლიკა – ეს არის ქვეყანაა, რომელსაც რვა სათამაშო მოედანი აქვს. მაშინ ჩვენ რვა სათამაშო მოედანიც არ გვქონდა, არ გვქონდა სრულფასოვანი ბაზა, სადაც ნაკრებს მომზადების საშუალება ექნებოდა, კარგი ბალახის საფარით და სტანდარტით, როგორიც დიდ ან თუნდაც საშუალო გუნდებს გააჩნიათ“, – ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

ფილმის ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა რაღაც თავისი ერის რაგბის მოთამაშეებში, რამაც აგრძნობინა, რომ შეეძლო დახმარებოდა ჩემპიონს.

„ეს სიტუაცია მალე შეცვალა ერთმა ადამიანმა, რომელიც პროცესს წარუძღვა. მანგანუმის საწარმოს მუშის ვაჟის, ბიძინა ივანიშვილის წარმატებულმა ბიზნეს-კარიერამ, ძირითადად ლითონისა და საბანკო საქმიანობაში, რაც აღმავლობის გზაზე წავიდა, მალე ის საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია“ – ამბობს ავტორი.

მსოფლიო რაგბის ჩემპიონატებისა და შეხვედრების ჩატარების ხელმძღვანელი მარკ ეგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იხსენებს: „რაც მას მოსწონდა რაგბიში, ეს იყო ის ღირებულებები, რაც ამ სპორტს აქვსდა ის მონდომება, ჟინი, რაც მოთამაშეებს ჰქონდათ, როდესაც წარმოადგენდნენ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. მას სურდა ჩართულიყო და წვლილი შეეტანა მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის – „ქართუ ფონდის“ მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ინვესტიციის პროგრამაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობას და საჭირო ინვენტარით აღჭურვას. მისი ფონდიდან თითქმის 80 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსების შედეგად, ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, 10 უმაღლესი დონის სპორტული ობიექტი ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავარი ცენტრი არის თბილისში, შევარდენის აკადემიის სარაგბო ბაზა. ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ჩვენი აკადემიის პროგრამის შექმნაშიც და უკვე ვნახეთ ამის შედეგები 20-წლამდე ნაკრების თამაშით მსოფლიოს 20 წლამდელთა რაგბის ჩემპიონატზე და ისინი შემდეგ ადგანან ბილიკს ეროვნული ნაკრებისკენ“.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდის აქტივობა 2009 წლიდან ფოკუსირებულ იყო ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

„ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა სარაგბო სტადიონების ქსელი, რეგიონში საქართველოს საუკეთესო ქსელი აქვს სარაგბო ინფრასტრუქტურის სახით. თბილისის გარდა, ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა რეგიონი – ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, თელავში, გორში, ასპინძაში და ა. შ. შეიქმნა სარაგბო სტადიონები თავისი აღჭურვილობით და დამხმარე ინფრასტრუქტურით“, – ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

„საქართველოს ნაკრების ფანები, ახალგაზრდა თაობა, სწრაფად ხდება ყველაზე უფრო ხმაურიანი და გულმხურვალე გულშემატკივარი. ნაკრების, რომელიც მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა“ – ამბობს ფილმის ავტორი.

ფილმის ბმული https://www.facebook.com/worldrugby/videos/2460509577502824/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930