გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და აზერბაიჯანის ექსპერტთა ჯგუფებმა სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები დაათვალიერეს

21-08-2019

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე. კერძოდ მ.წ. 20 აგვისტოს განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება სოფ. ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნოით, საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობასთან დაკავშირებით. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტა სამუშაო შეხვედრა პირველ ეტაპზე, სავარაუდოთ, გაგრძელდება მ.წ. 23 აგვისტომდე, რის შემდეგ დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი, შესაძლო მოკლე ვადებში.

საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიგეგმება კომისიების შეხვედრა ქ. თბილისში, სავარაუდოთ მ.წ. სექტემბრის განმავლობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930