22-08-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უკანონო საამქროებიდან, ჯამში, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპი სსახერხი დანადგარი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.