გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში, „ბეშუმის“ მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

26-08-2019

მიმდინარე წელს, პირველად აჭარის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გოდერძის უღელტეხილის ეთნო-არქეოლოგიური კვლევის პროექტის შემუშავდა.

არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნუგზარ მგელაძე, არქეოლოგიურ სამუშაოებს კი ხელმძღვანელობს პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი.

დღეს, არქეოლოგიური უბანი ადგილზე დაათვალიერეს და ახალ აღმოჩენებს გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი.

ბეშუმი, კერძოდ „ნაქალაქარის“ ძველი ნამოსახლარები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. 

ამ ეტაპზე გათხრები მიმდინარეობდა ნაქალაქარის მეორე და მესამე სამოსახლო ბორცვებზე. აღმოჩენილია მშრალი, დაუმუშავებელი ქვის წყობით ნაგები სათავსების კომპლექსები, სადაც დაფიქსირდა იატაკზე დაძერწილი მრგვალი ფორმის კერა, თონე, სამეურნეო ორმოები, ქვისა და თიხის ღუმელები.

წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით რეგიონში არქეოლოგიური გათხრების რამდენიმე უბანი დაფინანსდა, რისთვისაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 115 000 ლარი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930