გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტის ნაცვლად ხელი შესაძლოა ირაკლი კობახიძემ მოაწეროს

22-02-2018

საზოგადეობრივი მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად შესაძლოა ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოაწეროს.
კანონის პირველი ვარიანტი მარგველაშვილს უკვე გადაეგზავნა. ხელმოსაწერად მას შვიდდღიანი ვადა აქვს. 
პარლამენტის საპროცედურის საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტს ხელმოწერაზე უარის თქმის უფლება აქვს. 
„პრეზიდენტს აქვს 7 დღიანი ვადა, მან შეიძლება მოაწეროს ან უარი თქვას ხელმოწერაზე და ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებაა კანონპროექტზე ხელის მოწერა. ასეთია პროცედურული მხარე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს“- განაცხადა კახიანმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031