გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა

30-08-2019

ზაზა ფაჩულიამ საკლათბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ კალათბურთელს აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ Facebook-ზე წერს, რომ ზაზა გუნდში დაბრუნდა და ახალ პოზიციაზე იმუშავებს. ქართველი „გოლდენ სტეიტს“ ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში დაეხმარება.


ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის მოგება შეძლო.


ზაზამ ჩემპიონობა „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ - 2017 და 2018 წლებში იზეიმა. ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში 2003 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.


სხვადასხვა დროს ზაზა NBA-ში „ორლანდოს“, „მილუოკის“, „დალასის“, „დეტროიტისა“ და „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას იცავდა.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930