30-08-2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.