გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

22-12-2017

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 1600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გარნი(GARNI) აღმოაჩინეს. ტვირთი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ვ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში, მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო დამალული. 
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930