გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია სურამელაშვილი: შეიძლება მოვიდე პოლიტიკაში, რატომაც არა?!

22-02-2018

 

მისი გამოჩენა საზოგადოების დიდ ნაწილს ღიმილს გვრის. გია სურამელაშვილი 30 წელია სცენაზე დგას და როგორც მისმა საიუბილეო კონცერტმა აჩვენა, ისეც ისეთი პოპულარულია როგორც მაშინ, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ავსებდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, ახლა ქალები მისთვის თავის მოკვლით არ იმუქრებიან.

 

„რეიტინგის" რესპოდენტი, ოქრო და ბაჯაღლო გია სურამელაშვილია.

 

- ბატონო გია, თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით კახეთიდან, სადაც „პროფილის" გადაცემისთვის ერთ-ერთ ოჯახს სტუმრობდით, რა ხდებოდა კახეთში, როგორ მიგიღეს?

 

- უჩვეულო იყო ჩემთვის ეს სტუმრობა, ჩავედი გადაპრანჭული  კახეთში, ნორკის შუბა მეცვა, ბრილიანტები და ოქროები მქონდა ასხმული და ჯერ ვაზის გასხვლაში მივეხმარე ხალხს, შემდეგ ქვევრს თავი მოვხადეთ და ვიქეიფეთ. ცხენი გავაჭენე, ქათმებს და ღორებს ვაჭამე, მერე დედლები დამიკლეს და ზედ გადამყვნენ. კარგი ყოფილა ხანდახან სოფელი, ბედნიერი დღე მქონდა.

 

- აქამდე არ ყოფილხართ სოფელში?

 

- ძალიან მიყვარს სოფელი, მაგრამ 5 დღე იქ ნამდვილად ვერ გავჩერდები. თავისებური სილამაზე აქვს სოფელს და სხვა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს იქ.

 

- ორი ახალი სიმღერა ჩაწერეთ და ემზადებით პრემიერისთვის, როგორც ვიცით. რას გვეტყვით ამაზე?

 

კი, ზეგ გავა პროფილში, მაგრამ ძალიან სევდიანი სიმღერაა. ალბათ ზოგჯერ სევდაცაა საჭირო. ძალიან გავანებივრე ხალხი ტაში-ტუშებით და ხანდახან სევდიანიც საჭიროა.

 

- თქვენმა საიუბილეო კონცერტმა ყველა რეკორდი მოხსნა. თუ ელოდით ამას?

 

- ველოდი, ვიცოდი, დიდი აჟიოტაჟი მოყვებოდა ამას. თავიდან ისრაელში მინდოდა საიუბილეო კონცერტის გაკეთება, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რაღაც პრობლემებიც შეიქმნა, ამიტომ თბილისში ჩავატარეთ საღამო. ზუსტად 10 დღეში დაიგეგმა ეს კონცერტი, 460 ბილეთი გაიყიდა და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მსმენელს. ჩემს კონცერტზე უჩვეულო სიურპრიზი მომიწყვეს, უცნობმა თაყვანისმცემელმა 49 წითელი ვარდი გამომიგზავნა და მას შემდეგ ყოველდღიურად მიგზავნის 49 წითელ ვარდს.

 

- ვინ არის?

- წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, მაგრამ დიდი მადლობა მას ასეთი ბედნიერების მონიჭებისთვის.

 

- თქვენს კონცერტს ესწრებოდა რობერტო მავანი, რატომ გადაგეკიდათ?

 

- არ გადამეკიდა, ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან მაგარი შოუმენია და ვფიქრობ, ძალიან ვუყვარვარ. ის ჩემს კონცერტზე შუბით მოვიდა და მადლობა მას, ასეთი პატივისცემისთვის. თავისებური ელფერი შემატა ღონისძიებას.

 

- რატომ გაქვთ განსაკუთრებული სიყვარული ქურქების და ძვირფასი ნივთების მიმართ?

 

- სიყვარულით არავინ და არაფერი არ მიყვარს. კომფორტულად ვგრძნობ თავს. თან მიყვარს, როცა შიგნიდან თავისუფლად მაცვია და გარედან შუბა. კომფორტულად ვგრძნობ თავს.

 

- ბევრი „შუბა" გაქვთ?

 

- არ მაქვს ბევრი შუბა, სულ შუბა მაქვს.

 

- თქვენ ერთი პერიოდი რუსეთში მღეროდით, რატომ აღარ დაბრუნდით?

 

- მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ვერ წავედი. რუსეთში სიმღერის გამო, ხშირად აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. არავის საქმე არ არის, ვინ სად იმღერებს.

 

მე შემიძლია, ხვალვე გადავფრინდე თუნდაც მოსკოვში ან ამერიკაში და იქ ვიმღერო. გააჩნია ანაზღაურებას.

 

- მაღალანაზღაურებადი მომღერალი ხართ?

 

- რასაც ვითხოვ, იმას მიხდიან. ზოგი თურმე საერთოდ უფასოდ მღერის, ახლახანს გავიგე.

 

- რამდენიმე წლის წინ, განაცხადეთ, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებთ, რატომ გადაიფიქრეთ?

 

- ვიხუმრე პრეზიდენტობას ვაპირებ-მეთქი და ატყდა ერთი ამბავი. შეიძლება მოვიდე პოლიტიკაში, რატომაც არა?!

 

- შეყვარებულია გია სურამელაშვილი?

 

- კარგად ვარ, სხვას ვერაფერს ვიტყვი.


qartuliazri.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930