გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ამსტერდამი საწვავზე მომუშავე ავტომობილებს 2030 წლისთვის ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს

31-08-2019

ამსტერდამი საწვავზე მომუშავე ავტომობილებს 2030 წლისთვის ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.


თუმცა, ჰოლანდიას ამისთვის მხოლოდ 10 წელი აქვს, რა დროშიც ამსტერდამის ინფრასტრუქტურა ელექტომობილებს უნდა მოარგოს.


CNN-ის ცნობით, გეგმის ფარგლებში, ამსტერდამში მომავალი წლიდან დიზელის საწვავის მქონე ავტომობილები აიკრძალება, ხოლო 2022 წლიდან ქალაქში ცენტრში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ელექტროენერგიაზე იქნება დამოკიდებული. 2030 წლისთვის კი მთელი ქალაქი მხოლოდ ელექტრომობილებს მოიხმარს.


იდეა „სუფთა ტრანსპორტით სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში“ მდგომარეობს.


ეკოტრანსპორტის გამოყენების გეგმას საქართველოც უერთდება. ამასთან დაკავშირებით „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი - „მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი“ უკვე ჩამოყალიბებულია.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031