გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ფასადზე დღეს 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება

22-02-2018

საქართველოს პარლამენტის ფასადზე დღეს თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება. 
დაღუპული გმირების მემორიალი მხოლოდ პარლამენტის ეზოშია განთავსებული, რომელზეც არ არის აღნიშნული სახელები და ასევე მემორიალის ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ მოქალაქეებს. 

ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული სამუშაოები ჩატარდა, თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით დაზუსტდა დაღუპულთა სია და შედეგად მომზადდა მემორიალური დაფა, რომელზეც აღნიშნულია დაღუპული გმირების სახელები მათ უკვდავსაყოფად.

1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.
გახნის ცერემონიალი 17:00 საათზე დაიწყება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031