2-09-2019
მამუკა ბახტაძემ ყველაფერი გააკეთა, "ქართული ოცნების" და მისი პირადი დაპირებების შესასრულებლად,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს და მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება.
ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია როცა პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობმლებეს ასე კარგად აცნობიერებს და ღირსეულად მიდის თანამდებობიდან.
,,ძალიან ვრცელი და შთამბეჭდავი ანგარიში გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისი 14 თვიანი მოღვაწეობის შესახებ. მან როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთა რათა შეესრულებინა "ქართული ოცნების" და მისი პირადი დაპირები, თუმცა რა და როგორ გაკეთდა ამაზე საზოგადოება მომავალშიც იმსჯელებს. მნიშვნელოვანია რომ პრემიერ-მინისტრი რომელიც მიდის პოსტიდან, საჯაროდ აბარებს ანგარიშს საზოგადეობას და გამართავს შეხვედრას მედიასთან, ვფიქრობ ესეც მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია როცა პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობმლებეს ასე კარგად აცნობიერებს და ღირსეულად მიდის თანამდებობიდან",- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.